სამართლებრივი შეტყობინება 

© 1986-2024 რესტორნების ეროვნული ასოციაციის საგანმანათლებლო ფონდი. ყველა უფლება დაცულია. 

National Restaurant Association Solutions, LLC („Solutions“) ლიცენზირებულია, განახორციელოს ServSafe® სასწავლო კურსი („კურსი“), რომელიც ეკუთვნის რესტორნების ეროვნული ასოციაციის საგანმანათლებლო ფონდს („NRAEF“, ხოლო „Solutions-თან“ ერთად, „ასოციაციის ორგანიზაციები“). კურსთან წვდომით ან მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების შემდეგ პირობებს. თქვენ არ შეგიძლიათ, გქონდეთ წვდომა ან გამოიყენოთ კურსი, თუ არ ეთანხმებით და არ იცავთ ამ პირობებს. 

კურსში წარმოდგენილი ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ ზოგადი საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიზნებისთვის და არ არის გამიზნული რომელიმე მხარისათვის იურიდიული, საქმიანი ან რისკების მართვის რჩევის მიწოდებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რჩევას რომელიმე მხარის კონკრეტულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მხარეებს, რომლებიც შეიმუშავებენ პოლიტიკასა და პროცედურებს კურსის მასალებზე დაყრდნობით, მოუწოდებენ, მიიღონ რჩევები და მითითებები იურიდიული კონსულტანტებისგან თავიანთ პრაქტიკასა და ადგილობრივ კანონებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციის ორგანიზაციები ცდილობენ, შეიტანონ ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია, რომელიც შედგენილია სანდო წყაროებიდან, ასოციაციის ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები, შვილობილი კომპანიები, დირექტორები, ავტორები, თანაშემწეები, დისტრიბუტორები და აგენტები არ აცხადებენ ან იძლევიან გარანტიას კურსში არსებული ან ხელმისაწვდომი ინფორმაციის სიზუსტის, აქტუალურობის თუ სისრულის შესახებ. კურსში არსებული ან ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ რაიმე სახის მკაფიო თუ ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნაგულისხმევ გარანტიებს სავაჭრო მდგომარეობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის ან დაურღვევლობის შესახებ.  

თქვენ მიერ კურსის გამოყენების გათვალისწინებით, თქვენ თანახმა ხართ, უარი თქვათ კანონით ნებადართული ყველა პრეტენზიაზე, რომელიც შეიძლება გქონდეთ ახლა ან მომავალში ასოციაციის ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების, შვილობილი კომპანიების, დირექტორების, ავტორების, თანაშემწეების, დისტრიბუტორებისა და აგენტების მიმართ. ასოციაციის ორგანიზაციები ან მათი თითოეული თანამშრომელი, შვილობილი კომპანია, დირექტორი, ავტორი, თანაშემწე, დისტრიბუტორი ან აგენტი არავითარ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი, ირიბი, შემთხვევითი, სპეციალური, საჯარიმო ან შემდგომი ზიანისათვის (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შესყიდვას ან საქონლის ან მომსახურების შეცვლას, კომერციული საქმიანობის შეწყვეტას, მოგების დაკარგვას ან ბიზნესის შეფერხებას), როგორც არ უნდა იყოს გამოწვეული და პასუხისმგებლობის ნებისმიერი თეორიის თანახმად, იქნება ეს ხელშეკრულებით, მკაცრი პასუხისმგებლობით თუ არასამართლებრივი ქმედებით (მათ შორის გაუფრთხილებლობით ან სხვაგვარად), რომელიც წარმოიქმნება კურსის ან მასში შემავალი ინფორმაციის გამოყენებისგან, თუნდაც გაფრთხილებული იყოს ასეთი ზიანის მიყენების შესაძლებლობის შესახებ. პასუხისმგებლობის ეს უარყოფა ეხება ნებისმიერ დაზიანებას, ტრავმას ან ზარალს, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი უზუსტობითა თუ გამოტოვებით, ან ნებისმიერი ქმედებით, რომელიც განხორციელდა ან არ განხორციელებულა კურსის შინაარსიდან გამომდინარე.  

კურსი მოიცავს დაპატენტებულ მასალებს და ინფორმაციას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტექსტს, ფოტოებს, ვიდეოებს, აუდიოს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სახელებს, სავაჭრო ნიშნებსა და მომსახურების ნიშნებს. გარდა აღნიშნულისა, NRAEF ფლობს ყველა უფლებას, მათ შორის საავტორო უფლებებს, საკუთრების ყველა უფლებას კურსის შინაარსზე და ფაქტობრივი ინფორმაციის შერჩევასა და განკარგვაზე,  რომლის კოპირება, სკანირება, რეპროდუცირება და ავტომატური ძიების სისტემაში შენახვა, გადაცემა, გამოქვეყნება (ნებისმიერი ფორმით ან ნებისმიერი საშუალებით) ან სხვაგვარად გამოყენება ნებისმიერი მიზეზით დაუშვებელია, გარდა პირადი გამოყენებისა, NRAEF-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც ნებადართულია შეერთებული შტატების საავტორო უფლებების შესახებ 1976 წლის კანონის 107-ე და 108-ე ნაწილებით.  

კურსის მასალის გამოყენების ან რეპროდუცირების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს: 

Copyright Permissions 
National Restaurant Association Solutions, LLC 
233 S. Wacker Drive, Suite 3600 
Chicago, IL 60606-6383 
ელფოსტა: permissions@restaurant.org

ServSafe®, NRAEF, National Restaurant Association and Solutions-ის სახელები და ლოგოები არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები, რომლებიც ლიცენზირებულია „Solutions-ზე“ გამოსაყენებლად და დაუშვებელია მათი გამოყენება თითოეული ნიშნის მფლობელის მკაფიო წერილობითი ნებართვის გარეშე. 

თქვენ მიერ კურსის გამოყენების გათვალისწინებით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს და ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მისამართზე https://www.servsafe.com/Privacy-Policy, გამოყენების პირობების ნახვა შეგიძლიათ მისამართზე https://www.servsafe.com/Terms-of-Use, ხოლო გაყიდვის პირობების ნახვა შეგიძლიათ მისამართზე https://www.servsafe.com/Terms-of-Sale, რომლებიც მითითებულია წინამდებარე დოკუმენტში. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ ეს პირობები რეგულირდება და განიმარტება ილინოისის შტატის, ამერიკის შეერთებული შტატების კანონების შესაბამისად, კანონთა კოლიზიის დებულებების გათვალისწინების გარეშე, და რომ ნებისმიერი პრეტენზიის წარდგენა, რომელიც შეიძლება გქონდეთ კურსთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს ილინოისის შტატში. ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ ნებისმიერი დავის წარდგენა, რომელიც წარმოიქმნება ამ პირობებიდან გამომდინარე, საბოლოო და სავალდებულო არბიტრაჟის წინაშე, ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის საარბიტრაჟო წესების მიხედვით, რომელიც იყენებს ილინოისის შტატის კანონს. თქვენ მიერ წამოყენებული ნებისმიერი საჩივარი ასოციაციის ორგანიზაციების წინააღმდეგ უნდა აღიძრას საჩივრის წარმოშობიდან ერთი წლის ფარგლებში, ან ჩაითვალოს სამუდამოდ უარყოფილად და დახურულად. 

თქვენ დაიცავთ ასოციაციის ორგანიზაციებს და მათ შვილობილი კომპანიებსა და აგენტებს ნებისმიერი ზიანის, ზარალისა და ხარჯისგან (მათ შორის, ადვოკატის გონივრული საფასური, სასამართლო ხარჯები, ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები და მინიჭებული თანხები) ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით, იმდენად, რამდენადაც ასეთი პრეტენზია წარმოიქმნება თქვენ მიერ ან თქვენი სახელით კურსის ნებისმიერი არაავტორიზებული ან არასწორი გამოყენების ან წვდომის შედეგად.